Friday, August 6, 2010

ბავშვთა დაცვის ნორმები

 
ზოგადი პრინციპები
დოკუმენტის ნორმებს საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:
1. ყველა ბავშვს გააჩნია თანაბარი უფლება იყოს დაცული ექსპლუატაციისა და სასტიკი მოპყრობისაგან;
2. ყველა ბავშვი უნდა წახალისდეს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციისათვის და ნებისმიერ დისკრიმინაციაზე წინაააღმდეგობის გაწევისათვის;
3. ბავშვის დახმარების და დაცვის საქმეში თითოეულ ადამიანს ეკისრება თანადგომის აღმოჩენის პასუხისმგებლობა;
4. არასამთავრობო ორგანიზაციების მოვალეობაა იზრუნონ იმ ბავშვებზე, რომლებთანაც ისინი ან მათი წარმომადგენლები მუშაობენ;
5. ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობას პარტნიორების საშუალებით ახორციელებენ, ვალდებული არიან დაიცვან პარტნიორის პროგრამაში დეკლარირებული ბავშვთა დაცვის მინიმალური ნორმები;

ბავშვთა დაცვის ნორმების დაცვის უპირატესობები
1. დაცულია ბავშვები
2. დაცულია ორგანიზაციის წარმომადგენლები
3. დაცულია თავად ორგანიზაცია

დასკვნა
მოცემული ნორმები იმის გარანტიას იძლევიან, რომ ორგანიზაციაში დაცული იქნება ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო წესები. ნორმები წარმოადგეგნენ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ორგანიზაციების მიერ ბავშვთა დაცვის ვალდებულებების შესრულებისათვის.
სახელმძღვანელოში გადმოცემულია შემდეგი ნორმები:
ნორმა 1– ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი მიწერილობა;
ნორმა 2– მიწერილობის შესრულება;
ნორმა 3– ბავშვზე ზიანის მიყენების თავიდან აცილება;
ნორმა 4– ბავშვთა მიმართ ქცევის წერილობითი ინსტრუქცია;
ნორმა 5– ნორმების დაცვა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში;
ნორმა 6– ყველა ბავშვისთვის დაცვის თანაბარი უფლება;
ნორმა 7– ინფორმირებულობა ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე;
ნორმა 8 – მომზადება და სწავლება ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ნორმა 9– დახმარებისა და მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა;
ნორმა 10– ნორმების დანერგვა და მონიტორინგი;
ნორმა 11– ნორმების დასაცავად პარტნიორებთან მუშაობა;

ნორმა 1: ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი მიწერილობა;
რაში მდგომარეობს ნორმა?
18 წელზე ნაკლები ასაკის პირებთან მომუშავე ყველა ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი მიწერილობა; ჩვეულებრივ ისინი ცნობილია, როგორც „ბავშვის დაცვის მიწერილობები“;
რატომ უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა ეს ნორმა?
მიწერილობის არსებობა ადასტურებს იმას, რომ მოცემული ორგანიზაცია ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მომხრეა. მიწერილობიდან ყველასათვის ნათელია, რომ ბავშვები დაცული უნდა იყვნენ. მიწერილობა ხელს უწყობს ბავშვებისათვის უსაფრთხო და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას და მოწმობს იმაზე, რომ ორგანიზაცია სერიოზულად ეკიდება ბავშვებზე ზრუნვის საქმეს;

კრიტერიუმები
1.1 ორგანიზაციაში არსებობს ბავშვთა დაცვის მიწერილობა;
1.2 მიწერილობა გადმოცემულია მკაფიოდ და გასაგებად;
1.3 მიწერილობა ფართოდ ვრცელდება და საჯაროა;
1.4 მიწერილობა მოწონებული და ხელმოწერილია შესაბამისი მმართველი ორგანოს მიერ (მაგ., მთავარი აღმასრულებელი საბჭო; აღმასრულებელი ორგანო; კომიტეტი);
1.5 ორგანიზაციის უკლებლივ ყველა თანამშრომელი და წარმომადგენელი ვალდებულია დაიცვას ეს მიწერილობა;
1.6 მიწერილობა განახლებას ექვემდებარება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და მასში ცვლილებები შედის იმ შემთხვევაში თუ განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ორგანიზაციაში ან შეტანილია ცვლილებები ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობაში;
1.7 მიწერილობა მოიცავს ბავშვთა დაცვის ცნებას საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: გადაუდებელი დახმარება, მუშაობა განვითარებისათვის, მუშაობა პარტნიორებთან, ბავშვების სპონსორობა, სოციალურ-კანონდაცვითი საქმიანობა და სხვ;
1.8 მიწერილობაშ მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი თუ რას გულისხმობს ორგანიზაცია სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის ცნებებსა და განსაზღვრებებში;
ბავშვთა დაცვის მიწერილობაში ჩართული უნდა იყოს შემდეგი:

• ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული;
• ყოველ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის კეთილდღეობაა;
• ნათლადაა განსაზღვრული, რომელ პირებსა და ორგანიზაციებს შეეხება მიწერილობა;

მტკიცებულება
ნორმის დაცვის მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები:

• სახელმწიფო ენაზე შექმნილი მიწერილობის ეგზემპლიარი;
• პირთა სია, რომლებსაც მიწერილობა გაეგზავნათ;
• მოსახლეობის ყველა ფენის, მათ შორის ბავშვების, ინფორმირების მაგალითები;
• მმართველი ორგანოს მიერ ხელმოწერილი ეგზემპლიარი, ან კრების ოქმი, რომელზედაც მიწერილობა ხელმოწერილი იქნა მმართველი ორგანოს მიერ;
• წერილობითი მტკიცებულებები იმაზე, თუ როგორ წყდება ორგანიზაციაში სასტიკი მოპყრობის პრობლემა და ასევე კალენდარული გეგმა მიმოხილვისათვის;

ნორმა2 : მიწერილობის შესრულება
რაში მდგომარეობს ნორმა?
უნდა არსებობდეს მკაფიო ინსტრუქციები იმის თაობაზე თუ რისი გაკეთებაა საჭირო, მაშინ, როდესაც იქმნება საეჭვო სიტუაცია ან აღიძვრება ბავშვების დაცვასთან დაკავშირებული ეჭვი.
რატომ უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა ეს ნორმა?
განსაზღვრული წესების და ინსტრუქციების საშუალებით შესაძლოა ბავშვის უსაფრთხოებასთან ან კეთილდღეობასთან დაკავშირებულ შეშფოთებაზე სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფა. თავის მხრივ ისინი ეხმარებიან ორგანიზაციას შეესაბამებოდეს კანონის ნებისმიერ მოთხოვნას ანდა დადებითი პრაქტიკის გამოდილებას;

კრიტერიუმები
2.1 არსებობს ბავშვთა დაცვის მკაფიო ინსტრუქციები, რომლებიც უზრუნველყოფენ საფეხურებრივ ხელმძღვანელობას ბავშვის უსაფრთხოებასთან ან კეთილდღეობასთან დაკავშირებული შეშფოთების გაჩენის შემთხვევაში;
2.2 ბავშვის დაცვის ინსტრუქციები ყველასათვის (მათ შორის: ბავშვებისთვის, მშობლების/აღმზრდელებისა და კონსულტანტებისთვის) ხელმისაწვდომია და აქტიურად ვრცელდება. გასათვალისწინებელია ენა, კომუნიკაციის განსხვავებული ხერხები და ინფორმაციის ყველასათვის იოლი ხელმისაწვდომობა.
2.3 ბავშვთა დაცვის ინსტრუქციები შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და ბავშვთა დაცვის კეთილსინდისიერ პრაქტიკას. ამას გარდა, ისინი უნდა ითვალისწინებდნენ სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის შედეგად წარმოქმნილ სიტუაციებს;
2.4 ორგანიზაციის ყველა დონეზე არსებობს თანამშრომელი (ან თანამშრომლები) რომელსაც ბავშვთა დაცვის მკაფიოდ განსაზღვრული მოვალეობები გააჩნია;
2.5 არსებობს ინციდენტებისა და შეშფოთებების რეგისტრაციის, მათი განსახილველად გადაცემისა და კონფიდენციალურობის დაცვით შენახვის სანდო პროცედურა;
2.6 არსებობს მშობელთა/აღმზრდელთა და მოზარდთა საჩივრების განხილვის წესი ბავშვისადმი სასტიკ ან მიუღებელ დამოკიდებულებაზე და ნათლადაა განსაზღვრული მათი განხილვის ვადები;
2.7 არსებობს ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და გავრცელების მითითება, რომლის მთავარ მიზანი ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა;

თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ შემდეგი ინფორმაცია:
• როგორ უნდა ვიმოქმედოთ ბავშვის მონათხრობზე, რომელიც ამტკიცებს რომ ის (ან სხვა ბავშვი) განიცდის სასტიკ მოპყრობას ან ძალადობას;
• როგორ უნდა ვიმოქმედოთ თანამშრომლის/ნებითდაქირავებულის ან სხვა მოზარდის მიმართ გამოთქმულ საჩივარზე;
• როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც არსებობს მხოლოდ შეშფოთება ბავშვის კეთილდღეობაზე, მაგრამ არ არსებობს შემოტანილი კონკრეტული განცხადება;
• საკონტაქტო ინფორმაცია ბავშვთა დაცვის ადგილობრივ სამსახურებთან კავშირისათვის (თუ ასეთები არსებობს);
• ინფორმაცია ყველა ჩართულ პირზე, ანუ ბავშვებზე, ოჯახებზე და თანამშრომლებზე;
• სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის ცნებების განსაზღვრა;
• ინფორმაცია განსაზღვრული ჯგუფის ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩათვლით, დაუცველობაზე;

მტკიცებულება
ნორმის დაცვის მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები:

• ინსტრუქციებისა და მითითებების წერილობითი ეგზემპლიარი;
• ბავშვის დაცვის პროცესში გადასადგმელი ნაბიჯების აღწერის სქემა;
• იმ პირების სახელები და მოვალეობები, რომლებსაც ორგანიზაციაში ბავშვთა დაცვის განსაკუთრებული ფუნქციები გააჩნიათ;
• ბავშვების დაცვასთან დაკავშირებული ინციდენტების რეგისტრაციის ბლანკების ნიმუშები;
ნორმა 3: ბავშვზე ზიანის მიყენების თავიდან აცილება;
რაში მდგომარეობს ნორმა?
ხერხების არსებობაში, რომლებიც გვეხმაებიან პასუხისმგებელი თანამდებობების მქონე პირთა მხრიდან ბავშვზე სასტიკი მოპყრობის ალბათობის შემცირებაში;

რატომ უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა ეს ნორმა?
ორგანიზაციაში მომუშავე ან მუშაობის სურვისლის მქონე ზოგიერთი პირი (ანაზღაურებად სამუშაოზე თუ ნებითდაქირავებულად) ბავშვებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. განსაღვრული ღონისძიებების დახმარებით ეს საფრთხე შეიძლება შევამციროთ, ხოლო სასტიკი მოპყრობა თავიდან ავიცილოთ.

კრიტერიუმები
3.1 არსებობს ბავშვებთან მუშაობისათვის კადრების, ნებითდაქირავებულების, კონსულტანტების შერჩევის და შეფასების შეთანხმებული ხერხები;
3.2 ყველა პირმა, რომლებსაც აქვთ ბავშვებთან რეგულარული კონტაქტის შესაძლებლობა, ან პირებმა, რომლებსაც უჭირავთ საპასუხისმგებლო თანამდებობა, უნდა შეავსონ ნებისმიერი სახის ნასამართლობის ანკეტა და შეძლებისდაგვარად უნდა გაიარონ ყველა შემოწმება;
3.3 ორგანიზაციის შიგნით და მის გარეთ, სხვა მუშაკების მხრიდან უღირსი საქციელის შემთხვევაში, არსებობს თანამშრომლების მიერ საკუთარი შეშფოთების (საჭიროების შემთხვევაში კონფიდენციალურობის დაცვით) მკაფიოდ გამოხატვის გზები;
3.4 არსებობს ბავშვებთან მუშაობის ყველა შესაძლო რისკის შეფასების სახელმძღვანელო, განსაკუთრებით ისეთი ღონისძიებების მოწყობისას, როდესაც გარკვეული პერიოდით ბავშვს ოჯახის გარეთ უწევს ყოფნა;
3.5 პროექტები და პროგრამები ბავშვბისათვის უზრუნველყოფენ მუდმივ ყურადღებასა და დაცვას;
3.6 იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციები მონაწილეობენ ბავშვის მიმღები ოჯახის მზრუნველობის ქვეშ გადაცემაში, აუცილებელია ამ ოჯახების ვარგისიანობის გულმოდგინე შემოწმება;
3.7 არსებობს მითითება ინფორმაციული ტექნოლოგიების სათანადო გამოყენებაზე (ისეთების, როგორიცაა: ციფრული ფოტოკამერა; ელექტრონული ფოსტა, ვებ-საიტები; ინტერნეტი) რათა ბავშვები არ აღმოჩდნენ სასტიკი მოპყრობისა და ექსპლუატაციის ობიექტები;

თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ:
• როგორც მინიმუმ ორი რეკომენდაცია იმ წარმომადგენლებზე, რომლებსაც აქვთ რეგულარული კონტაქტი ბავშვებთან, პირადობის დამადასტურბელი დოკუმენტისა და იმ საბუთების შემოწმება, რომლებიც აღნიშნული პირის შესაბამისი საქმიანობის უფლებას ადასტურებენ;
• სამუშაოზე მიღების შიგა დებულება, რომელიც ვრცელდება ყველაზე, ვისაც კონტაქტი აქვს ბავშვებთან, მაშინაც კი თუ ეს კონტაქტები ირიბია ან წარმოადგენენ სამსახურებრივი მოვალეობების ნაწილს;
• თავიდან აცილების სტრატეგია, რომელიც ასახავს იმ ფაქტს, რომ სასტიკი მოპყრობა და ძალადობა შეიძლება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილიყო;
• ვებ-საიტის გახსნის, ბავშვების ვიდეოჩანაწერებისა და ფოტოების გამოყენების ზოგადი ინსტრუქცია;

მტკიცებულება
ნორმის დაცვის მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები:

• კადრების შერჩევის შეთანხმებული მეთოდების ეგზემპლიარი;
• ანკეტის, სარეკომენდაციო და საგანაცხადო ბლანკების ნიმუშები;
• დოკუმენტის ეგზემპლიარი, რომელიც განმარტავს თუ როგორ უნდა განიხილონ თანამშრომლებმა ზემდგომ ხელმძღვანელთან თავიანთი შეშფოთებები ბავშვებისადმი დაუშვებელ მოპყრობასთან დაკავშირებით (ინფორმატორული სქემა) და რომელიც შეიცავს შეშფოთების მიზეზების განხილვის თანმიმდევრობას;
• ბავშვების მონაწილეობით ღონისძიებების დაგეგმვისას რისკის განსაზღვრის ხერხების გამოყენება და ასევე ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი მითითებების შემუშავება;
• ბავშვების გადაყვანის ან მათთან ერთად მგზავრობის გეგმის ნიმუში;
• იმ ორგანიზაციასთან წარმოებული მიმოწერა, რომელსაც შეუძლია წარსულში კანდიდატის ქცევაზე ინფორმაციის მოწოდება (მაგ., ნასამართლობაზე)

ნორმა 4: ბავშვთა მიმართ ქცევის წერილობითი ინსტრუქცია;
რაში მდგომარეობს ნორმა?

წერილობითი ინსტრუქციების არსებობაში, რომლებიც აღწერენ ბავშვებისადმი სწორ ქცევას (მაგ., ქცევის კოდექსი ან სამუშაო წესების კოდექსი)

რატომ უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა ეს ნორმა?
• ბავშვები უნდა იზრდებოდნენ უსაფრთხო, პოზიტიურ და გამამხნევებელ გარემოში;
• ქცევის წერილობითი ნორმები, რომლებიც ყველას ეხება, უნდა განსაზღვრავდნენ ბავშვის მიმართ, რომელი ქცევაა მისაღები და რომელი არა. ინსტრუქცია გვეხმარება სასტიკი მოპყრობის ალბათობის შემცირებაში და თავიდან აგვაცილებს ცრუ ბრალდებებს პერსონალისა და სხვა წარმომადგენლების მიმართ;

კრიტერიუმები
4.1 არსებობს ქცევის წერილობითი ინსტრუქციები;
4.2 ორგანიზაცია განსაზღვრავს ბავშვების მიმართ უფროსების შესაბამის/დაწესებულ ქცევის ნორმების ინსტრუქციას, განსაკუთრებით იმ უფროსებისათვის, რომლებიც დაწესებულებაში მყოფ ბავშვებზე, ან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებზე არიან პასუხისმგებელი;
4.3 არსებობს სხვა ბავშვების მიმართ თავად ბავშვების დადგენილი და მისაღები მოქმედებების ინსტრუქცია;
4.4 ბავშვების ქცევასთან გამკლავების საშუალებას იძლევიან სხვა, დასჯის უფრო პოზიტიური ხერხები, ფიზიკური დასჯის, შეურაცხყოფისა და დამცირების ფორმების გამოყენების გარეშე;
4.5 ხელმძღვანელები და უფროსი პერსონალი ინარჩუნებენ ისეთ კულტურას, რომელშიც ბავშვებს უსმენენ და პატივს ცემენ მათ პიროვნებას;
4.6 წესების დარღვევის შედეგები ნათელია და დაკავშირებულია დისციპლინარულ განხილვასთან, თუ ასეთს ადგილი აქვს;

თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ:
• წერილობითი ინსტრუქციები, რომლებიც აღწერენ ბავშვების მიმართ უფროსების შესაბამის ქცევას, როგორც სამუშაოზე, ასევე ცხოვრებაში;
• მკაფიო ინფორმაცია არასწორად განსჯის, შემავიწროვებელი ქცევის, რასობრივი, კულტურული, ასაკობრივი, სქესობრივი კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობებების, რელიგიური, სექსუალური ანდა პოლიტიკური შეხედულებების გამო, დისკრიმინაციის მიუღებლობაზე;
• სადაც მიზანშეწონილია, ბავშვების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ინტიმური მოვლის ინსტრუქციების არსებობა, რომლებიც შეიცავენ რჩევებს სწორად შეხებაზე;
• ინსტრუქციები იმ დაწესებულებების თანამშრომლებისა და აღმზრდელებისათვის, რომლებსაც საქმე აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან;

მტკიცებულება
ნორმის დაცვის მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები:
• უფროსების ბავშვებთან და ბავშვების ბავშვებთან ქცევის ინსტრუქციები;
• ინსტრუქცია ფიზიკურ კონტაქტებზე;

ნორმა 5: ნორმების დაცვა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში;
რაში მდგომარეობს ნორმა?
მკაფიო ინსტრუქციების არსებობაში იმის თაობაზე, ადგილებრივ პირობებთან შესაბამისობის მისაღწევად თუ რა სახით უნდა მოხდეს ორგანიზაციის სახელმძღვანელო დებულებების სვადასხვა დასახლებულ პუნქტებში ადაპტირება;

რატომ უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა ეს ნორმა?
არასამთავრობო ორგანიზაციები თავის საქმიანოიბას სხვადასხვა გარემოში ახორციელებენ, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ბავშვების დაცვის ღონისძიებების მრავალფეროვანი გაგება. ზოგჯერ არსებობს სვადახვა გაგება იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობა. ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს პერსონალს, პარტნიორებს და სხვა ორგანიზაციებს (დამფინანსებელი ორგანიზაციების ჩათვლით) მკაფიო ინსტრუქციები მსგავს განსხვავებულ გარემოებებში ბავშვთა დაცვის მიწერილობების პრაქტიკულ ადაპტაციაზე. ადგილებზე სახელმძღვანელო დებულებები უნდა ითვალისწინებდნენ კულტურათა სხვაობას, თუმცა არ უნდა ეგუებოდნენ ბავშვებისათვის ზიანის მომტან წესებს;

კრიტერიუმები
5.1 ორგანიზაცია ითხოვს იმ ადგილმდებარეობის „რუქას“ ბავშვების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ანალიზით და კონტექსტის შედგენით, რომელშიც ის ახორციელებს თავის სქმიანობას;
5.2 ინსტრუქციაში მოცემულია განსხვავება ბავშვებს შორის, რომლებსაც დაცვა ესაჭიროებათ ზოგადად და ბავშვებს შორის, რომლებსაც ესაჭიროებათ დაცვა რაიმე კონკრეტული შემთხვევისაგან;
5.3 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის კონვენცია ან მისი რეგიონალური ექვივალენტი საფუძვლად უდევს ბავშვის დაცვის ცნებას;
5.4 მიმდინარეობს ერთობლივი დიალოგი და განხილვა, რომლის დროსაც აღმოიფხვრება განსხვავებები ადგილებზე მისაღებ ქცევებსა და ბავშვთა დაცვის მიწერილობებით განსაზღვრულ ქცევებს შორის;
5.5 არსებობს ინსტანციებში შეტყობინების გაგზავნის, ადგილზე ბავშვების დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციებში და შეშფოთებებში, ზომების მიღების სათანადო პროცედურები, რომლებიც ადგილებზე არსებულ ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების განხილვის სისტემას შეესაბამება (რაც განისაზღვრება ადგილმდებარეობის ,,რუქის” შედგენისას);
5.6 არსებობს ინსტანციებისათვის შეტყობინების გაგზავნის პროცედურები, რომლებიც ეფუძნება ბავშვის დაცვის ადგილობრივ სისტემას და შესაძლებლობებს;

თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ:
• ადგილზე ბავშთა დაცვისა და სასტიკი მოპყრობის ცნებების დადგენის და მათი განსაზღვრის რეკომენდაციები;
• დოკუმენტი, რომელიც განმარტავს, რომ ბავშვად ითვლება პირი, რომელსაც ჯერ არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის;

მტკიცებულება
ნორმის დაცვის მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები:
• დოკუმენტი, რომელიც აღწერს გამოსაყენებელ წესებს და წესრიგს;

ნორმა 6: ყველა ბავშვისთვის დაცვის თანაბარი უფლება;
რაში მდგომარეობს ნორმა?

გადადგმულია ნაბიჯები სასტიკი მოპყრობისა და ძალადობისაგან ყველა ბავშვის მოთხოვნილების დაცვის უზრუნველსაყოფად;
რატომ უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა ეს ნორმა?
ძალადობას ადგილი აქვს ყველა ასაკის გოგონებსა და ბიჭებზე მათი რასობრივი, სქესობრივი, ასაკობრივი თუ რელიგიური კუთვნილებისა, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური წარმოშობისა და კულტურის მიუხედავად. განსაკუთრებით დაუცველია ბავშვების ზოგიერთი კატეგორია, მაგ., შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. არასწორმა განსჯამ, დისკრიმინაციამ შეუძლია ხელი შეუშალოს ზოგიერთ ბავშვს დახმარების მიღებაში, რის გამოც ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ ზომები ბავშვების დაცვისა და აუცილებელი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

კრიტერიუმები
6.1 ბავშვთა დაცვის მიწერილობები მკაფიოდ განსაზღვრავენ, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული;
6.2 ღონისძიებები, ინსტრუქციები და ბავშვთა დაცვის სფეროში მომზადება ეხმარება წარმომადგენლებს გამოიცნონ საშიშროებები, რომლებიც კონკრეტულ ბავშვებს ემუქრება და ასევე ივარაუდონ დამატებითი სიძნელეები, რომლებიც წარმოექმნებათ დახმარების მიმღებ ბავშვებს მათი რასობრივი, სქესობრივი, ასაკობრივი, რელიგიური, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, სოციალურ წარმოშობისა და ამათუიმ კულტურასთან კუთვნილების გამო;
6.3 ქცევის კოდექსი უნდა შეიცავდეს უფროსებისა და ბავშვების პასუხისმგებლობის დებულებებს ერთმანეთისადმი ღირსეულ, პატივისმცემელ, გულისხმიერ და სამართლიან დამოკიდებულებაზე;
6.4 ქცევის კოდექსში მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ დისკრიმინაციის, შეურაცხყოფის ან ძალადობის შემცველი ნებისმიერი მოქმედება მიუღებელია და, რომ საჩივრის შემოსვლის შემთხვევაში, მიღებული იქნება ზომები;
6.5 საჩივრების განხილვის პროცედურები სამართლიანია და გამჭვირვალე, შეიცავენ უფლებას აპელაციაზე;

თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ:

წერილობითი დებულება იმის თაობაზე, რომ ორგანიზაცია ყველა ბავშვის დაცვის მომხრეა
მტკიცებულება
ნორმის დაცვის მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები:

• შესაბამისი შეთანხმებული დებულებების ამონარიდის ასლები;
• იმის მაგალითები, როგორ არის ჩართული მომზადების პროგრამებში ისეთი საკითხები, როგორიცაა ბავშვთა თანასწორუფლებიანობა და დაცვა;
• განცხადების ბლანკის ეგზემპლიარი (საჩივარი) და დოკუმენტი, რომელიც განმარტავს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურას;

ნორმა 7: ინფორმირებულობა ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე;
რაში მდგომარეობს ნორმა?
იქმნება მეთოდები და პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებენ ორგანიზაციის ყველა თანამშრომლის ინფორმირებულობას იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება, გამოკითხვაზე და ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მათი აზრის მოსმენის პროცედურები;

რატომ უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა ეს ნორმა?
ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპები და წესები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან ეფექტური, როდესაც ადამიანებმა მათ შესახებ იციან, შეუძლიათ საკუთარი წვლილის შეტანა მათ ფორმირებაში და მათ ეფექტურობასთან დაკავშირებით აქვთ საკუთარი შეხედულების გამოთქმის შესაძლებლობა;

კრიტერიუმები
7.1 ორგანიზაციის მზაობა ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ორგანიზაციის მზაობა გამოკრულია თვალსაჩინო ადგილზე და ყველასათვის ხელმისაწვდომია;
7.2 ბავშვებს აცნობენ მათ უფლებას იყვნენ დაცული სასტიკი მოპყრობისა და ძალადობისაგან;
7.3 ბავშვების, მშობლების/აღმზრდელების მიერ ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე თუ ვის უნდა მიმართონ დახმარებისათვის ბავშვებსადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში;
7.4 ინფორმაცია გადმოცემულია მისაწვდომი სახით და მასში გამოყენებული ტერმინოლოგია გასაგებია ყველასათვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც;
7.5 ორგანიზაციის ყველა თანამშრომელმა იცის რომელი პირებია ბავშვის დაცვაზე პასუხისმგებელი და როგორ დაუკავშირდნენ მას;
7.6 უზრუნველყოფილია ბავშვთა დაცვის ადგილობრივი სამსახურების, მაგ.ბავშვთა თავშესაფრების, სოციალურ-სამართლებრივი სამსახურების, ხელისუფლების ორგანოების, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის და ადგილობრივი ნდობის ტელეფონის საკონტაქტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
7.7 გადადგმულია ნაბიჯები ბავშვების აზრის გამოსავლენად პრინციპებთან და წესებთან დაკავშირებით და მათ ეფექტურობაზე;

თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ:
• ბავშვების კონსულტაციის და მოსმენის პროცედურა, რათა მათი ხმა გაგონილი იქნას, ხოლო აზრი წარმოადგენდეს საფუძველს და გავლენას ახდენდეს ორგანიზაციაში ბავშვის დაცვის საკითხებზე;

მტკიცებულება
ნორმის დაცვის მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები:

• ბავშვების მომაწილეობისა და მოსმენის წამახალისებელი მეთოდების და მასალების მაგალითები, მათ შორის კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები;
• ინფორმაცია იმის შესახებ ვის და სად უნდა მიმართონ (საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრები) ბავშვებმა, როდესაც მათ უჩნდებათ ეჭვი ან შესშფოთებული არიან; როგორ დაუკავშირდნენ ამ ცენტრებს; თანაც ეს ცენტრები უნდა განსხვავდებოდეს იმ ცენტრებისაგან, რომლებიც უფროსების საჩივრებს განიხილავს;
• სასწავლო პროგრამები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას უსაფრთხოებაზე და სასტიკი მოპყრობისა და ექსპლუატაციისაგან დაცვის უფლებაზე;

ნორმა 8: მომზადება და სწავლება ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
რაში მდგომარეობს ნორმა?
პერსონალს აქვს საშუალება შეიძინოს ცოდნა ბავშვთა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო პოზიციების ფორმირებისა და მხარდაჭერისათვის;

რატომ უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა ეს ნორმა?
ყველა პირს, რომელიც შედის კონტაქტში ბავშთან და განსაზღვრულ როლს თამაშობ მის დაცვაში, შეუძლია კარგად შეასრულოს ეს როლი, თუ ექნება სწორი ურთიერთობა ბავშვან, არის საკმარისად გათვითცნობიერებული ბავშვის დაცვის საკითხებში და ფლობს აუცილებელ ცოდნასა და გამოცდილებას ბავშვის უსართხოების შექმნისათვის. ბავშვებთან მომუშავე ორგანიზაციებს აკისრიათ პერსონალის განათლების და მომზადების, ასევე ბავშვის უსართხოების უზრუნველსაყოფ საგანმანათლებლო პროგრამებში ბავშვების ჩართვის პასუხისმგებლობა;

კრიტერიუმები
8.1 ყველა თანამშრომელი, ორგანიზაციასთან დაკავშირებული ნებითდაქირავებული და სხვა პირები, სამუშაოზე მიღებისას გაივლიან მომზადებას ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, მათ შორის ეცნობიან ორგანიზაციაში ბავშვთა დაცვის არსებულ მიწერილობებს და წესებს;
8.2 ყველა თანამშრომელი და ნებითდაქირავებული იღებს შესაძლებლობას მიიღოს ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოიცნოს ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის შეშფოთება და მიიღოს შესაბამისი ზომები;
8.3 საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბავშვები ღებულობენ კონსულტაციასა და მხარდაჭერას;
8.4 ნებითდაქირავებულებს და თანამშრომლებს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი განსაკუთრებული მოვალეობები გააჩნიათ სათანადო მომზადება და აქვთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა;
8.5 მომზადებას გაივლიან ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და მათთდამი არასათანადო ქცევის თაობაზე შემოსული საჩივრების განხილვაზე;
8.6 პერსონალის შერჩევაზე და მიღებაზე პასუხისმგებელი პირები გაივლიან მომზადებას და ღებულობენ წერილობით ინსტრუქციებს მუშაობის უფრო საიმედო მეთოდებზე;
8.7 არსებობს ორგანიზაციის სწავლებისა და მომზადების პროგრამებში პრაქტიკულ სიტუაციებში შეძენილი ცოდნის ჩართვის შესაძლებლობა;

თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ:
• სწავლებაში პერსონალის მოთხოვნილებების განსაზღვრი ხერხები;
• ბავშვის დაცვის პერსონალის სწავლების საბიუჯეტო საშუალება;
• პირები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ბავშვის დაცვის სფეროში და შეუძლიათ ასწავლონ სხვებს;

მტკიცებულება
ნორმის დაცვის მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები:

• სასწავლო გეგმების/პროგრამების ეკგზემპლიარი;
• მეცადინეობებზე დასწრების აღრიცხვა;
• გასაცნობი დოკუმენტები/ინსტრუქციები;
• მეცადინეობების შეფასება;

ნორმა 9: დახმარებისა და მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა;
რაში მდგომარეობს ნორმა?
ბავშვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის არსებობს აუცილებელი ინფორმაია და მხარდაჭერა. ბავშვებს, რომლებიც გახდნენ სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი, ეწევათ მხარდაჭერა დახმარების მიღებაში;

რატომ უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა ეს ნორმა?
ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევები მძიმე გრძნობებს აღძრავენ, რომლებთანაც გამკლავება ძნელია. ორგანიზაციები ვალდებული არიან უზრუნველყონ ადამიანებისათვის კონსულტაციებისა და მხარდაჭერის მიღების საშუალება, რათა მათ შეასრულონ თავიანთი როლი ბავშვების დაცვაში. ბავშვებს ესაჭიროებათ ისინი, ვისაც შეუძლიათ მიმართონ სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში. ხშირად მათ არ იციან ვისთან უნდა ეძიონ დახმარება;

კრიტერიუმები
9.1 ბავშვები იღებენ ინფორმაცოიას იმის შესახებ თუ ვის უნდა მიმართონ დახმარებისა და კონსულტაციისათვის სასტიკი მოპყრობის, დევნისა და დაშინების შემთხვევაში;
9.2 თანამშრომლებს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი განსაკუთრებული მოვალეობები, აქვთ საშუალება მიმართონ სპეციალისტებს კონსულტაციისა და დახმარებისათვის, ბვშვთა დაცვაზე ინფორმაციის მისაღებად;
9.3 ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე დამყარებულია კავშირი ბავშვის სოციალური დაცვის/დაცვის ფუნქციის მქონე/ ორგანიზაციებთან, რომელთა წყალობით პერსონალისა და ბავშვებისათვის არსებობს ინფორმაციის, მხარდაჭერისა და დახმარების მიღების საშუალება;
9.4 არსებობს მხარდაჭერის განხორციელების წესი ორგანიზაციის წევრებისა და იმ პირებისათვის, რომლებთანაც ორგანიზაცია მუშაობს, ინციდენტამდე და ინციდენტის შემდეგ, სასტიკ მოპყრობაზე საჩივრის ან ბრალდების მიღებამდე და მიღების შემდეგ;

თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ:
• თანამშრომელთა სია, რომლებსაც შეუძლიათ კონსულტაციის გაწევა და მითითებების გაცემა;
• ადგილზე პერსონალთან და სხვა ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვებს მხარდაჭერა, ეფექტური სამუშაოAურთიერთობები;

მტკიცებულება
ნორმის დაცვის მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები:

• დოკუმენტების ეგზემპლიარები რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ბავშვებისათვის მხარდაჭერის მიღების ხერხებზე;
• ინფორმაცია პერსონალისთვის, უფროსებისთვის, რომლებიც არ მუშაობენ ორგანიზაციაში და ბავშვებისათვის, სწავლებაზე, კონსულტაციასა და მხარდაჭერაზე (ბროშურები, საინფორმაციო ფურცლები დას ხვ.);
• კონსულტაციებისა და ინფორმაციისათვის სპეციალისტებისათვის მისამართი საკონტაქტო მონაცემები;

ნორმა 10: ნორმების დანერგვა და მონიტორინგი;
რაში მდგომარეობს ნორმა?
ორგანიზაცია შეიმუშავებს ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობის მონიტორინგის სამოქმედო გეგმას;

რატომ უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა ეს ნორმა?
ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი მიწერილობები, პროცედურები და გეგმები უნდა დაინერგოს ორგანიზაციის ყველა დონეზე. Aუცილბელია შემოწმებები ამ პროცესის მუდმივობისა და საყოველთაობისათვის. ორგანიზაციაში და მის გარეთ მყოფი პირების აზრი, შეიძლება სასარგებლო გამოდგეს ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯის ეფექტურობის ასამაღლებლად.

კრიტერიუმები
10.1 არსებობს წერილობითი გეგმა, რომელიც მიუთითებს თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
10.2 გეგმის დანერგვისათვის აუცილებელი ადამიანური და ფინანსური რესურსების მიღების შესაძლებლობა;
10.3 მიწერილობები და წესები გადაიხედება რეგულარული სიხშირით (იდეალურ შემთხვევაში – როგორც მინიმუმ ერთხელ წელიწადში) და გადამუშავდება კანონმდებლობის, ინსტრუქციების, მიწერილობებისა და ორგანიზაციის შიოგნით არსებული წესების მოთხოვნების შესაბამისად;
10.4 არსებობს ბავშვების და მშობლების/აღმზრდელების აზრის გამოკითხვის პროცედურები ბავშვის უსაფრთხოების მიწერილობებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
10.5 რეგისტრირდება და კონტროლდება ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის ყველა შემთხვევა, შემოსული საჩივრები და ბრალდებები;
10.6 არსებობს ბავშვის დაცვის მიწერილობებისა და პროცედურების შესრულებაზე დაკვირვების წესი

თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ:
• ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამშრომლების რეგულარული კრებები, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: დაკვირვება და შეფასება, ასევე მიწერილობების დანერგვის უწყვეტი მონიტორინგი;
• ბავშვებთან კონსულტაციების გამართვა იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ ისინი თავს ამათუიმ ორგანიზაციაში, და როგორ უნდა მოიქცნენ თუ საჩივარი გააჩნიათ;

მტკიცებულება
ნორმის დაცვის მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი დოკუმენტები:

• ბავშვთა დაცვის მიწერილობის წერილობითი ეგზემპლიარი;
• ჩანაწერი დაგეგმილი გადასინჯვის თარიღზე და პასუხიმგებელ პირებზე;
• ანგარიში სასტიკი მოპყრობისა და შემოსული საჩივრების რაოდენობაზე;

ნორმა 11: ნორმების დასაცავად პარტნიორებთან მუშაობა;
რაში მდგომარეობს ნორმა?
იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაცია თანამშრომლობს პარტნიორებთან, რომლებსაც ბავშვებთან აქვთ კონტაქტი, პარტნიორებს უნდა გააჩნდეთ ან შეიმუშაონ ბავშვის დაცვის წინამდებარე ნორმების შესაბამისი ნორმები;

რატომ უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა ეს ნორმა?
პარტნიორებთან მუშაობისას ორგანიზაციას მათთან ერთად აკისრია პასუხისმგებლობა ბავშვის დაცვაზე. ბავშვებთან მომუშავე პარტნიორთა უმრავლესობა ისედაც იჩენს მზრუნველობას ბავშვებზე და შეიძლება გააჩნდეთ მკაფიო მიწერილობები და წესები. მოცემულ ნორმებზე პარტნიორების დიალოგი ხელს უნდა უწყობდეს ურთიერთსწავლებას და დადებითი პრაქტიკის შეთანხმებული პრინციპების გამომუშავებას;

კრიტერიუმები
11.1 საერთო შეთანხმებების, ურთიერთსწავლებისა და დადებითი პრაქტიკის შეთანხმებული პრინციპების გამომუშავებისათვის ხორციელდება პარტნიორებთან ურთიერთობის პროცესი;
11.2 წერილობითი ხელშეკრულება შეიცავს პარტნიორებთან და პარტნიორების საშუალებით ორგანიზაციის მუშაობის მინიმალურ ნორმებს;
11.3 ბავშვთა დაცვის მიწერილობების არსებობა ან შემუშავება შეადგენენ პარტნიორული შეთანხმებების ძირითად ნაწილს;
11.4 ორგანიზაციები განიხილავენ პარტნიორების პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობას ან მათ მიერ მიწერილობების შესამუშავებლად და ბავშვთა დაცვის განაწესის შესაქმნელად გრანტების მიღებას;

თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ:
• სწავლების, განხილვის და მონიტორინგის უწყვეტი პროცესი;

მტკიცებულება
• პარტნიორული ხელშეკრულებები უნდა ასახავდნენ ბავშვის დაცვის საქმისადმი ერთგულებას და წინამდებარე ნორმების მიხედვით ბავშვის დაცვისავის ზომების მიღების მზაობას;
• პარტნიორი ორგანიზაციის შიგაორგანიზაციული მიწერილობა ბავშვის დაცვაზე

წყარო: ბავშვთა უსაფრთხოების კოალიცია